ბიზნესის სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორის სტატია ჟურნლაში „Land”

20 დეკემბერი 2022

ბიზნესის სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორის მაცაცო ტეფნაძის სტატია „An Experimental Study of the Social Dimension of Land Consolidation Using Trust Games and Public Goods Games“ გამოქვეყნდა გამომცემლობა MDPI-ს სამეცნიერო ჟურნალში „Land”.

 

სტატიის მიზანია ღირებულებებისა და ხარისხობრივი ინდიკატორების იდენტიფიცირება სოციალური პრეფერენციების გასაზომად, ასევე შეფასება, შესაძლებელია თუ არა მიწის კონსოლიდაციის პროექტებისთვის გადაწყვეტილების მხარდაჭერის ინსტრუმენტების ოპტიმიზაცია ასეთი მაჩვენებლებით.

 

სტატიისთვის კონცეპტუალური ჩარჩო მომზადდა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, კერძოდ მიწის მართვის კათედრაზე, ხოლო კვლევა ეყრდნობა კახეთის მუნიციპალიტეტებში ჩატარებულ საველე ექსპერიმენტს, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტმა დააფინანსა.

 

სტატია სრულად ხელმისაწვდომია ბმულზე.