30 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში სამეცნიერო-პრაქტიკული კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება, სადაც მომხსენებლებთა შორის კიბერუსაფრთხოების წამყვან ექსპერტებთან და კრიპტოგრაფებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ სკოლის მოსწავლეებიც.
კონფერენციის დელეგატები წარადგენენ მოხსენებებს კიბერუსაფრთხოებასა და პოსტ-კვანტურ კრიპტოგრაფიაში არსებულ აქტუალურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. კონფერენცია ორგანიზებულია კავკასიის უნივერსიტეტის და სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) მიერ.
ღონისძიების ფარგლებში წარდგენილი თემები გამოქვეყნდება თეზისების კრებულში, ხოლი სრული სტატიები – სამეცნიერო-პრაქტიული კიბერუსაფრთხოების ჟურნალში (SPCSJ).
სკოლის მოსწავლეები – ავტორები აგზავნიანი ანოტაციას – მაქსიმუმ 1 გვერდს. მიღების შემდეგ, მოსწავლეებმა უნდა გააკეთონ პრეზენტაცია კონფერენციაზე. პრეზენტაციის დრო შეადგენს 10 – 15 წუთს. კონფერენციის მსვლელობისას ქართული კიბერ უსაფრთხოების ექსპერტები გააკეთებენ პლენარულ მოხსენებებს.
- სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური.
- ანოტაციის გაგზავნის ბოლო ვადა: 20 მარტი
გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია
მონაწილეობა უფასოა!
კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს, გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები.