17 მაისს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ინფორმაციას კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: აკადემიური პროფილის მართვა (Managing an Academic Profile); სამეცნიერო ჟურნალების მოძიება და შერჩევა; ჟურნალის "Baltic Journal of European Studies (BJES)" გაცნობა.
შეხვედრას ჩაატარებს ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარი, დოქტორი არჩილ ჩოჩია.