29 ივლისს კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა კვლევის ეთიკის საბჭოს პირველი, გაცნობითი შეხვედრა. საბჭოს წევრებად შერჩეულნი არიან უნივერსიტეტის აკადემიური სფეროს და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებიც მომავალში აქტიურად ჩაერთვებიან კვლევით პროცესში ეთიკური სტანდარტების შენარჩუნებასა და განვითარების ხელშეწყობაში.
შეხვედრა ონლაინ ფორმატში ჩატარდა და ორგანიზებული იყო კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ. შეხვედრაზე განხილულ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:
- კვლევის ეთიკის საბჭოს დებულება;
- კვლევის ეთიკის პოლიტიკის დოკუმენტი;
- საბჭოს საქმიანობის გეგმა 2025-2026 წლებისთვის.
შეხვედრა ემსახურებოდა საბჭოს წევრებისთვის უნივერსიტეტის კვლევითი ეთიკის პრინციპების გაცნობასა და სამომავლო თანამშრომლობის საფუძვლის ჩაყრას.
კავკასიის უნივერსიტეტი აქტიურად აგრძელებს ეთიკური სტანდარტების განვითარებასა და კვლევის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას, რაც უნივერსიტეტის აკადემიური გარემოს სანდოობასა გააძლიერებს.