CSL-ის სტუდენტის პროექტი რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსის გამარჯვებულია

11 იანვარი

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის, ედიშერ გამგონეიშვილის მიერ წარდგენილმა პროექტმა 2021 წლის რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ  “მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსი”-ში გაიმარჯვა.

 

პროექტის სახელწოდებაა: "კაპიტალური ტიპის საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის პროცედურა და საფუძვლები".

50 საპროექტო  განაცხადიდან დასაფინანსებლად შეირჩა 38, რომელთა შორისაც მოხვდა ედიშერ გამგონეიშვილის პროექტი. კონკურსანტები შეფასდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 5 ოქტომბრის №130/ნ ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. 

 

კონკურსის მიზანია, მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში, რომლებიც მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობენ, სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.