2024 წლის, 11 და 24 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის ორგანიზებითა და მონაწილეობით გაიმართა შეხვედრები უნივერსიტეტის მასშტაბით არსებული კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს შორის.
შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა ერთის მხრივ, კვლევითი ცენტრების მიერ, აკადემიური წლის მანძილზე, განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების თაობაზე ანგარიშის წარდგენა, ხოლო მეორეს მხრივ კი, გრძელვადიან პერსპექტივაში კვლევით ცენტრებს შორის თანამშრომლობის სტიმულირება, ერთობლივი, მულტიდისციპლინული პროექტების ინიცირება, ლოკალურ და საერთაშორისო დონეზე კოლაბორაციის პერსპექტივის ხელშეწყობა და პოტენციური კვლევითი პარტნიორობის ჩამოყალიბება. შეხვედრებს, ასევე, ესწრებოდნენ ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის და პროექტების მართვის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირები.
კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებმა დამსწრეებს გაუზიარეს ინფორმაცია ცენტრების საქმიანობის სპეციფიკის, ხედვებისა და მიზნების, განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ; ასევე, ყურადღება გაამახვილეს საქმიანობის მთავარ გამოწვევებსა და საჭიროებებზე.
შეხვედრებზე განხილულ იქნა ინოვაციური პროექტების კომერციალიზაციის საშუალებები, პროექტების ხელშეწყობისთვის საჭირო სხვა პრაქტიკული ინფორმაცია და რეკომენდაციები. კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები, ასევე, გაეცნენ ინფორმაციას უნივერსიტეტის საერთაშორისო დონორებისა და მათი მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების შესახებ, რომელთა განხორციელებაც უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციას უწყობს ხელს.
შეხვედრების დასასრულს, მონაწილეებმა იმსჯელეს ცალკეული კვლევითი ცენტრების კვლევითი პოტენციალის კიდევ უფრო გასაძლიერებლად და კვლევითი საქმიანობის ინტენსიფიკაციისთვის საჭირო რესურსებსა და მექანიზმებზე.
შეხვედრების მონაწილეები:
- ბუბა ლეჟავა, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში
- სოფო კობახიძე, კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორი
- ნინო მახაური, კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის მენეჯერი
- ირაკლი სვანიძე, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის მენეჯერი
- აკაკი კაპანაძე, კავკასიის უნივერსიტეტის პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი
სამეცნიერო კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები:
- ერეკლე პირველი - კავკასიის ბიზნესის სკოლის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი (CSB)
- არჩილ ჩოჩია - კავკასიის სამართლის სკოლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი (CSL)
- ლევან დარბაიძე - კავკასიის სამართლის სკოლის ბავშვის უფლებათა ცენტრი (CSL)
- გიორგი ჯოლოგუა - კავკასიის მედიის სკოლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი (CSM)
- მაქსიმ იავიჩი, გიორგი ახალაია - კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის კიბერუსაფრთხოების ცენტრის წარმომადგენელი (CST)
- ნოდარ უღრელიძე, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ინოვაციური ტექნოლოგიების სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის წარმომადგენელი (CST)
- ლუკა ქობალია, თამარ სიმონია - კავკასიის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის არქიტექტურის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის (არქიტექტურის სტუდიის) ხელმძღვანელი/წარმომადგენელი (CSA)
- ციცი ჩუბინიძე - კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის მენეჯერი (CSG)
- ნანა შარიქაძე - კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, (CSH)
- თენგიზ ვერულავა - კავკასიის მედიცინის სკოლის ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი (CMS)
- გურანდა ჭელიძე - ირაკლი წერეთლის სახელობის NATO - ს კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი.