პლაგიატის პრევენციის დღისადმი მიძღვნილი კვირეული

23 თებერვალი 2021
                              

 

8-17 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ჩოკორაიამ ჩაატარა ვებინარები სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის.

 

მან ისაუბრა აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის დამკვიდრების მნიშვნელობაზე, პლაგიატის პრევენციის პოლიტიკასა და მექანიზმებზე. დაინტერესებულ პირებს ჩაუტარა პრაქტიკული ინსტრუქტაჟი პლაგიატის არიდების პროგრამის გამოყენებაზე.

 

შეხვედრები იტერაქტიული ფორმატით მიმდინარეობდა და ყველას ჰქონდა საშუალება მიეღო პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.