კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელის ვორკშოპი საერთაშორისო კონფერენციაზე

8 ივლისი 2021

 

7 ივლისს, უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ჩოკორაიამ IMISCOE საერთაშორისო ინტერდისციპლინური ქსელის მე-18 კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი დოქტორანტებისათვის ჩაატარა ვორკშოპი თემაზე: „სამეცნიერო სტატიის მომზადება და გამოქვეყნება დოქტორანტურაში სწავლის დროს“. 

 

მომხსენებელმა ისაუბრა აკადემიური წერის პრინციპების, ნაშრომის სტრუქტურის, ციტირების სტილის, ჟურნალთა რეიტინგებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხების შესახებ. ვორკშოპს ჰქონდა ინტერაქტიული ხასიათი და მასში 70-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნიდან. პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, კონფერენცია ნაწილობრივ ჩატარდა ონლაინ, ნაწილობრივ - ლუქსემბურგში.