სატრენინგო მასალა მოიცავს AML-ის (ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის) შესახებ, ისეთ საკითხებს, რომლიც ეფუძნება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონს (შემდგომში - „კანონი“), საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (შემდგომში - „სფმს“) დებულებებს, საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიულ აქტებს და სახელმძღვანელო დოკუმენტებს, ფინანსურ ქმედებათა შესაბამისი ჯგუფის (FATF) და სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, რომლებიც დღეისთვის განსაზღვრავენ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო მოქმედებათა სტანდარტებს.