მიმოხილვა

სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ადამიანური კაპიტალის როლი ორგანიზაციების წარმატებაში. ორმხრივად ღირებული თანამშრომლობა დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის პირველივე კონტაქტიდან იწყება, რაც  ტალანტების მოძიებით,  პირველი მართებული კომუნიკაციითა და მომავალი შრომითი ურთიერთობებით განისაზღვრება.

 

კურსი დაეხმარება დაწესებულების მენეჯერებს, ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსების მენეჯერებს ახლებურად გაანალიზონ საჭირო საკადრო რესურსების მოძიების ეფექტური გზები, შერჩევა, შრომითი ურთიერთობების მენეჯერული და სამართლებრივი საკითხები. გაეცნონ პრაქტიკული გამოცდილების, ეფექტური მიდგომების და თეორიული საფუძვლების საინტერესო კომბინაციებს. იმუშაონ თანამშრომელთა მოტივაციისა და დემოტივაციის საკითხებზე, შეფასების სისტემისა და პროფესიული განვითარების ასპექტებზე.

 

კურსი საინტერესო და სასარგებლო იქნება როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო პროფილის ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის და ამ სფეროში დასაქმების მსურველებისთვის. განხილული იქნება ახალი მიდგომები და საჭიროებები მართებული შრომითი ურთიერთობების განხორციელებისთვის.

 

კურსის ხანგრძლივობა 12 საათი.