პლაგიატის პრევენციის საერთაშორისო დღე

20 თებერვალი 2026

19 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრმა ტრადიციულად პლაგიატის პრევენციის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ვებინარი გამართა სტუდენტებისთვის. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხების განხილვა კვლევის ეთიკის კონტექსტში და სტუდენტების ცნობიერების ამაღლება ეთიკის სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებით.

 

ვებინარს უძღვებოდა აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ჩოკორაია, რომელმაც მონაწილეებს დეტალურად გააცნო აკადემიური კეთილსინდისიერების არსი, მისი როლი კვლევაში და კონკრეტული მაგალითები, როგორ დაიცვან ეთიკის პრინციპები პრაქტიკაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის განვითარებისა და გამოყენების საკითხებს, მათ შორის მის შესაძლებლობებს, გამოწვევებს და ეთიკურ ასპექტებს, რაც თანამედროვე კვლევასა და აკადემიურ წერაში უმნიშვნელოვანესია.

 

შეხვედრა გაიმართა „კვლევის ეთიკის“ მიმდინარე საერთაშორისო პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალების მიხედვით.

 

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე.