სიახლეები

20
ნოე
გამოიცა მე-XI წლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „განათლება, მეცნიერება და ტექნოლოგიები მდგრადი მომავლისთვის“ - ფარგლებში წარმოდგენილი აბსტრაქტების კრებული

გამოიცა კავკასიის უნივერსიტეტის მე-XI წლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „განათლება, მეცნიერება და ტექნოლოგიები მდგრადი მომავლისთვის“ - ფარგლებში წარმოდგენილი აბსტრაქტების კრებული.

19
ნოე
თენგიზ ვერულავას კვლევა საქართველოში ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ეფექტიანობის შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა

საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში Journal of Oncological Sciences გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის, თენგიზ ვერულავას სამეცნიერო ნაშრომი - „ძუძუს კიბოს სკრინინგი საქართველოში: მონაწილეობის, პროგრამის ეფექტიანობის მაჩვენებლებისა და კიბოს გამოვლენის რეტროსპექტული შეფასება, 2015–2022 წლები (Breast Cancer Screening in Georgia: A Retrospective Evaluation of Participation, Performance Indicators, and Cancer Detection, 2015–2022).

11
ნოე
კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან ომანაძე მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის დაჯილდოვდა

10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი ქეთევან ომანაძე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2026 წლის პრემიის კონკურსის „მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის“ გამარჯვებულად დასახელდა და მედიცინის მეცნიერებათა მიმართულებით დაჯილდოვდა.

06
ნოე
თენგიზ ვერულავას ნაშრომი კოლხეთის ფილოსოფიური სკოლის შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა

საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში „Studia Antiqua et Archaeologica“ გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის, თენგიზ ვერულავას ნაშრომი „პერიფერიული ინტელექტუალობა და ელინური განათლება გვიან ანტიკურ ხანაში: კოლხეთის სკოლის ახლებური შეფასება“.

30
ოქტ
კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ბორის ლეჟავა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, პროფესორი ბორის (ბუბა) ლეჟავა, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში საქართველოს ბიზნეს საბჭოს (GBC) თავმჯდომარედ აირჩიეს. არჩევნები საბჭოს ყოველწლიურ საერთო კრებაზე გაიმართა, სადაც მან მომდევნო წლის სამოქმედო გეგმაც წარადგინა.

29
ოქტ
თენგიზ ვერულავას და დაჩი ვერულავას ნაშრომი ამერიკულ საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა

ამერიკულ საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში Clinical Medicine & Research გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის, თენგიზ ვერულავას და ამავე უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტის, დაჩი ვერულავას ნაშრომი - “Injury Epidemiology in Emergency Departments in Tbilisi, Republic of Georgia: A Multicenter Study” (ტომი 24, ნომერი 3, გვ. 123–136).

23
ოქტ
პროფესორ ვახტანგ ფარცვანიას ახალი სტატია ჟურნალ Wirtschaftsdienst-ში გამოქვეყნდა

კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორ ვახტანგ ფარცვანიას ახალი სტატია გამოქვეყნდა გერმანულ ეკონომიკურ-პოლიტიკურ ჟურნალ Wirtschaftsdienst-ში, რომელიც ინდექსირებულია Scopus-ის მონაცემთა ბაზაში (SCImago Q3) და ძირითადად გერმანიასა და ევროპაში მიმდინარე ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის საკითხებს ეძღვნება.

23
ოქტ
თენგიზ ვერულავას ნაშრომი საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა

საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში Dusunen Adam Journal of Psychiatry and Neurological Sciences გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის, თენგიზ ვერულავას ნაშრომი - “Primary Care Physicians’ Knowledge, Attitudes, and Clinical Practices Regarding the Management of Anxiety and Depressive Disorders in Georgia.”

20
ოქტ
კავკასიის უნივერსიტეტის XI ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას აბუ-დაბის მენეჯმენტის სკოლის წარმომადგენლები დაესწრნენ

კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა პროგრამას „საერთაშორისო სასწავლო გამოცდილება საქართველოში “. პროგრამაში მონაწილე აბუ-დაბის მენეჯმენტის სკოლის წარმომადგენლები 12 ოქტომბერს გამართულ მეთერთმეტე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას „განათლება, მეცნიერება და ტექნოლოგიები მდგრადი მომავლისთვის“დაესწრნენ.

15
ოქტ
მეცნიერება ომის პირობებში - კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ თენგიზ ვერულავას სამეცნიერო პუბლიკაცია უკრაინულ ჟურნალში

კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის, თენგიზ ვერულავას სამეცნიერო სტატია - „Care fragmentation and cardiometabolic control among adults with multimorbidity in Georgia: a multicentre cross-sectional study“ - გამოქვეყნდა საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში Ukrainian Therapeutical Journal („Український терапевтичний журнал“), რომელიც ინდექსირებულია Scopus-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.