კავკასიის კიბერუსაფრთხოების ცენტრი წარმოადგენს კიბერუსაფრთხოების ჰაბს რეგიონში, რომელიც აერთიანებს აკადემიურ ცოდნას, საერთაშორისო პრაქტიკასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს.
ცენტრის მისია:
ჩვენი მისიაა საქართველოში კიბერმედეგობის გაძლიერება და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც მეცნიერება ხვდება პრაქტიკას, რათა ხელი შევუწყოთ კიბერუსაფრთხოების მომავალი პროფესიონალებისა და მეცნიერების განვითარებას და გავაძლიეროთ ციფრული ეკოსისტემის დაცვა ქვეყნის მასშტაბით.
კიბერუსაფრთხოების ცენტრის სტრატეგიული მიზნები
გლობალური პარტნიორობა და ექსკლუზიური წვდომა: ცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება. ჩვენ წარმოვადგენთ ევროპის უმსხვილესი კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციის, BIT SENTINEL-ის ექსკლუზიურ წარმომადგენელს რეგიონში, რაც გვაძლევს უნიკალურ წვდომას CyberEdu-ს საგანმანათლებლო პლატფორმაზე, რომელზეც ტარდება ევროპაში ერთერთი ყველაზე მასშტაბური ჰაკათონი - DefCamp.
ტექნოლოგიური და სამეცნიერო ლიდერობა: ჩვენი მიზანია საქართველოში ინოვაციური სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა. ამის დასტურია ცენტრის ბაზაზე გახსნილი პირველი კვანტური ლაბორატორია საქართველოში. ცენტრი აქტიურად მუშაობს საერთაშორისო საგრანტო პროექტებზე, მათ შორის NATO-SPS, Erasmus+, Horizon, ICANN და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროგრამებზე, რაც უზრუნველყოფს კვლევების მაღალ ხარისხსა და მდგრადობას.
ავტორიზებული განათლება და სერტიფიცირება: ცენტრი პოზიციონირებს, როგორც წამყვანი საგანმანათლებლო კერა, რომელიც არის Microsoft-ის აკადემიის, Cisco-ს ქსელური აკადემიის, Fortinet-ისა და CyberEdu-ს ოფიციალური წარმომადგენელი. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა კიბერუსაფრთხოების ახალი, თანამედროვე სასწავლო კურსებისა და ტრენინგების შემუშავება და ჩატარება.
პრაქტიკული უნარების განვითარება: ცენტრი ორიენტირებულია პრაქტიკული მიმართულების განვითარებაზე. CyberEdu-ს გუნდთან კოლაბორაციით, ჩვენ ვქმნით შეღწევადობის ტესტირების (Penetration Testing) სპეციალიზებულ კურსებს და ვაორგანიზებთ რეგიონულ ჰაკათონებს, რაც ხელს უწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენასა და მათ პროფესიულ ზრდას.
ეროვნული კიბერმედეგობის ხელშეწყობა: ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ადგილობრივი სეგმენტისთვის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და სტანდარტების გაზიარება. ცენტრი აქტიურად მონაწილეობს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაში, ლოკალური რეგულაციების ფორმირებასა და საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებაში.
ინტელექტუალური მხარდაჭერა და კონსულტაცია: ცენტრი წარმოადგენს საკონსულტაციო პლატფორმას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სტუდენტური პროექტების ინტელექტუალურ მხარდაჭერასა და მათ კოორდინაციას.
ცენტრის ღონისძიებები: ცენტრი პერიოდულობით მართავს კიბერუსაფრთხოების მიმართულების ჰაკათონებს, სადაც ვლინდება გამარჯვებული სხვადასხვა ნომინაციაში. ასევე ეწყობა რეგიონალური და საერთაშორისო კონფერენციები, რომლის დროსაც ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მათი კვლევის შედეგები გაუზიარონ დარგის საერთაშორისო ექსპერტებს და მიიღონ მათგან რეკომენდაციები. აღსანიშნავია კიბერლიგა, რომელიც კონკრეტულად სკოლის მოსწავლეებისთვის ტარდება და ხელს უწყობს მათი ტექნიკური უნარ-ჩვევების განვითარებას ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში.
