წიგნის პრეზენტაცია: „ქართველი ერის სკოლა: წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და ეროვნული პროექტი მე-19 საუკუნეში“

8 მაისი 2026

7 მაისს, „ილიას ხუთშაბათების“ ფარგლებში, გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან ოლივერ რაისნერთან და  წიგნის საჯარო პრეზენტაცია „„ქართველი ერის სკოლა: წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და ეროვნული პროექტი მე-19 საუკუნეში“.

 

ლექციის ფარგლებში განხილული იყო: ქართული ეროვნული მოძრაობის ფორმირება მე-19 საუკუნეში და პროცესები, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ ჩამოყალიბდა ერი არა მხოლოდ იდეების დონეზე, არამედ სოციალური პრაქტიკების, განათლებისა და კულტურული ინსტიტუტების მეშვეობით. ყურადღება გამახვილდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაზე, მათ როლზე ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებაში.

 

წიგნის ავტორმა მიმოიხილა თუ როგორ ესმოდათ ქართველ ინტელექტუალებს „ევროპა“ როგორც ნორმატიული და კულტურული იდეალი და როგორ ცდილობდნენ ამ იდეალის სელექტიურ და ადაპტირებულ განხორციელებას იმპერიულ, ავტოკრატიულ გარემოში.