ახალგაზრდები, როგორც ცვლილებების მნიშვნელოვანი აქტორები

15 მაისი 2025

8 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის ინიციატივით გაიმართა ებერტის ფონდის ახალგაზრდული კვლევების შედეგების პრეზენტაცია თემაზე - ახალგაზრდები, როგორც ცვლილებების მნიშვნელოვანი აქტორები. კვლევის შედეგები წარადგინა ფონდის პროექტების მენეჯერმა სალომე ალანიამ. შეხვედრას მოდერაციას უწევდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი და "ეისითი გლობალის" უფროსი მკვლევარი ფლორა ესებუა. შეხვედრის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია.

 

კავკასიის უნივერსიტეტის საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრი აგრძელებს საჯარო ლექციების და სამეცნიერო დისკუსიების სერიას საქართველოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.