არქიტექტურული სამრეწველო მისია ლონდონში

15 მაისი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებით, ქალაქ ლონდონში არქიტექტურული სამრეწველო მისია ჩატარდა. საქართველოს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ისეთ კომპანიებს, როგორებიც არიან: Royal Institute of British Architects (RIBA), Foster + Partners, Heatherwick studio,Zaha Hadid Architects, Chapman Taylor,WilkinsonEyre AKT II.

 

შეხვედრები და ქართული კომპანიების პრეზენტაციები ჩატარდა RIBA-ის ცენტრალურ ოფისში, მოეწყო B2B შეხვედრები. ასევე, წარმომადგენლები დაესწრნენ UK Construction Week-ს.

 

ეს მისია წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოსა და დიდი ბრიტანეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი შესაძლებლობებისთვის არქიტექტურულ სფეროში.