მიღების წესები

არქიტექტურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

 

ჩასაბარებელი საგნები:

 
ქართული ენა და ლიტერატურა;
უცხოური ენა (ინგლისური);
მათემატიკა ან ფიზიკა

 

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 

  1. სკოლის ატესტატი (ორიგინალი)
  2. სამხედრო მიწერილობის ასლი (ვაჟებისთვის)
  3. პირადობის მოწმობის 2 ასლი
  4. დაბადების მოწმობის 2 ასლი
  5. 2 ფოტო–სურათი 3x4 (СD-ზე ჩაწერილი ელექტრონული ვერსიაც)
  6. ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათი (შეგიძლიათ დაბეჭდოთ აბიტურიენტის პირადი გვერდიდან)
  7. დამატებითი ინფორმაციის ფორმა #1 (ჩამოტვირთეთ, შეავსეთ და წარადგინეთ დანარჩენ დოკუმენტებთან ერთად)