გრაფიკული დიზაინის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდები. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში.
ჩასაბარებელი საგნები:
- ქართული ენა და ლიტერატურა;
- უცხოური ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული ან რუსული);
- ერთ-ერთი შემდეგი საგნებიდან: მათემატიკა, ისტორია, ხელოვნება.
- შემოქმედებითი ტური
შემოქმედებითი ტურის შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
სწავლების საფასური: საქართველოს მოქალაქეებისათვის წელიწადში 6590 ლარი.
პროგრამის კოდი აბიტურიენტების პორტალზე - 1220114