28 სექტემბერს, გაიმართა ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა.
- შალვა ბიჭიაშვილმა წარმატებით დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე ,,ჰოსპიტალური სექტორის გამოწვევები საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში”, ხელმძღვანელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თეა გიორგაძე
- ვერიკო გერაძემ დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე ,,ჰოსპიტალური სექტორის რეფორმა 2011-2015 წლებში იმერეთის რეგიონში”, ხელმძღვანელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თეა გიორგაძე
- ელენე კუპრაშვილმა წარმატებით დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე ,,ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის განვითარების შესაძლებლობები საქართველოში”, ხელმძღვანელი პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დოქტორი, ნატა ყაზახაშვილი
- თამარ მიქაუტაძემ დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე ,,C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ეფექტურობა საქართველოში“, ხელმძღვანელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თეა გიორგაძე
- თამარ რომელაშვილმა წარმატებით დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე ,,ჰოსპიტალურ მენეჯმენტში ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი ასპექტები”, ხელმძღვანელი პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი, მაია გონაშვილი
- ნატო ჭლიკაძემ წარმატებით დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე ,,საოჯახო მედიცინის განვითარება საქართველოში”, ხელმძღვანელი პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი, მაია გონაშვილი