კავკასიის უნივერსიტეტის რეფერირებადმა ჟურნალმა „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მიიღო ERIHPLUS ევროპული რეფერენს ინდექსი

10 აგვისტო 2023

კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო რეფერირებადმა ჟურნალმა „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მიიღო აკადემიური ჟურნალების ევროპული რეფერენს ინდექსი ERIHPLUS (European Reference Index for the Social Sciences and Humanities).

 

ERIH PLUS არის ევროპის სამეცნიერო ფონდის  (European Science Foundation)  მთავარი რეფერენს ინდექსი სოციალურ და ჰუმანიტარულ სფეროში (HSS), რომელსაც ფართოდ იყენებს ევროპის აკადემიური საზოგადოება.

 

ERIH PLUS ინდექსის მიზანია სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ჩატარებული კვლევების ხელმისაწვდომობის გაზრდა ფართო საზოგადოებისთვის. ERIH PLUS სამეცნიერო საზოგადოებას აწვდის განახლებულ მონაცემებს ევროპული ჟურნალების შესახებ, ასევე განათავსებს სოციალურ და ჰუმანიტარულ კვლევებს უფრო ფართო აკადემიური კონტექსტი.

 

აღსანისნავია, რომ რეფერირებადმა ჟურნალმა „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ ასევე ინდექსირებულია აკადემიური ჟურნალების შემდეგ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში:

https://www.researchbib.com/view/issn/2960-9992

 

ჟურნალის ბმული - https://heconomic.cu.edu.ge