დისკუსია თემაზე -,,ჯანმრთელობის დაცვა, უფლება თუ პასუხისმგებლობა“

26 ივნისი 2024

25 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა დისკუსია თემაზე -,,ჯანმრთელობის დაცვა, უფლება თუ პასუხისმგებლობა“.

 

შეხვედრას უძღვებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორები, ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი დავით შოვნაძე და ექიმი-რეპროდუქტოლოგი, ეკატერინე კვირკველია.

 

სპიკერებმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, სახელმწიფოს როლი პროცესში, მოქალაქეთა ჩართულობის საჭიროება და მნიშვნელობა, როგორც ინდივიდუალურ, ასევე სახელმწიფო დონეზე.