29 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა პირველადი დახმარების კონკურსი, მედიცინით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის.
მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგი - „კლინიკური უნარ-ჩვევები“, რომელიც წაიკითხა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა მზია წიკლაურმა.
ტრენინგის მიმდინარეობისას, თემატიკის კარგად შესაცნობად, მანიპულაციები შესრულდა სიმულატორებსა და მანეკენებზე.
1.სასიცოცხლო ნიშნების შეფასების მეთოდები:
ა) პულსის დათვლის მეთოდი. პუსოქსიმეტრის ხმარების ტექნიკა.
ბ) სხეულის ტემპერატურის გაზომვის მეთოდები:
- სხეულის ტემპერატურის გაზომვის მეთოდი ყურში
 - სხეულის ტემპერატურის გაზომვის მეთოდი პირის ღრუში
 - სხეულის ტემპერატურის გაზომვის მეთოდი იღლიაში
 
გ) წნევის გაზომვის მეთოდი:
- წნევის გაზომვის მეთოდი იდაყვის არტერიაზე
 - წნევის გაზომვის მეთოდი მუხლქვეშა ფოსოში
 
დ) სუნთქვის დათვლის მეთოდი
2.სიცოცხლის ბაზისური ალგორითმი - BLS მოზრდილებში:
- გულის ხელოვნური მასაჟის ტექნიკა
 - ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის ტექნიკა
 
3.უცხო სხეულის გადმოვარდნის ტექნიკა:
- უცხო სხეულის გადმოვარდნის ტექნიკა მოზრდილებში
 - უცხო სხეულის გადმოვარდნის ტექნიკა ბავშვებში
 
- ინტრავენური ინექციის ტექნიკა
 
5.პირველადი დახმარება სისხლდენების დროს:
- პირველადი დახმარება ვენური სისხლდენის დროს
 - პირველადი დახმარება არტერიული სისხლდენის დროს
 - ლახტის დადების ტექნიკა
 
ტრენინგის ბოლოს აბიტურიენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.
