ჟურნალი „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ინდექსირდა

7 ივლისი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის ჟურნალი „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ აკადემიური ჟურნალების შემდეგ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში შევიდა.

 

 

აღნიშნული სამეცნიერო ბაზებს ინტენსიურად იყენებს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება. ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ ჩართვა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში არის ჟურნალის მომზადების ფარგლებში უკვე გაწეული სამუშაოს დადებითი შეფასება. ამავე დროს, საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ჟურნალის ინდექსირება მნიშვნელოვანია ჟურნალის სამომავლო განვითარებისთვის.

 

ჟურნალი ”ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია” ჯანდაცვის პოლიტიკის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჯანდაცვის ეკონომიკის, ჯანმრთელობის სოციოლოგიის და სადაზღვევო საქმის პროფილის სპეციალისტებისთვის განკუთვნილი რეფერირებადი, საერთაშორისო, ორენოვანი სამეცნიერო გამოცემაა.

 

ჟურნალი აქვეყნებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჯანდაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის სოციოლოგიის, ჯანდაცვის ეკონომიკის, სადაზღვევო საქმის და მომიჯნავე ინტერდისციპლინური სფეროებისთვის რელევანტურ, აქტუალური სამეცნიერო პრობლემების ამსახველ თეორიულ, მეთოდოლოგიურ, ემპირიულ- კვლევით და პრაქტიკაზე ორიენტირებულ სტატიებს.

 

ჟურნალი დაარსდა კავკასიის უნივერსიტეტის მიერ და ბეჭდური და ელექტრონული სახით გამოიცემა 2017 წლიდან. 2023 წლიდან ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ორჯერ.