გამოვიდა რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მე-6 ნომერი.
იხილეთ ბმული
ჟურნალის მთავარი მიზნებია:
- ჯანდაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის ეკონომიკის და ჯანდაცვის სოციოლოგიის მიმართულებებით სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, კვლევათა დონის ამაღლება და განვითარება, სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაცია;
- ახალგაზრდა მკვლევრებისა და მეცნიერებისათვის ხელის შეწყობა მათი სამეცნიერო შესაძლებლობების გამოვლენაში;
- სპეციალისტებისათვის შესაძლებლობის მიცემა, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ პოლიტიკის, ჯანდაცვის ეკონომიკის და ჯანდაცვის სოციოლოგიის სფეროებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
ჟურნალის მეექვსე ნომრის შინაარსი:
- დავით ნემსაძე, თენგიზ ვერულავა. თამბაქოს მოხმარების დაწყების მიზეზები ახალგაზრდებში
- გიორგი ბერია, ვახტანგ სურგულაძე, თეა გიორგაძე. უწყვეტი სამედიცინო განათლების პრობლემატიკა და მნიშვნელობა საქართველოში
- თინათინ გზირიშვილი, ანა გიგუაშვილი, ნინო ჩიხლაძე. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რისკების აღქმა და ქცევები
- მარიამ ლიკლიკაძე, მარიამ ჯიბუტი, ანა პაპიაშვილი, თენგიზ ვერულავა. ნარკოტიკის მომხმარებელი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ბენეფიციართა ინფორმირებულობა და ქცევა
- მარიამ მუქერია, ბესო კიკნაძე, თენგიზ ვერულავა. თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ზემოქმედება ახალგაზრდების მიერ თამბაქოს მოხმარებაზე
- ელენე ფიცხელაური. მეცნიერება, ტექნოლოგიები და ინოვაციები ჯანმრთელობისა და სამედიცინო მომსახურების სფეროში: მოსახლეობის დამოკიდებულებები
- თენგიზ ვერულავა, ქეთი დიასამიძე, თამთა სიჭინავა, მარიამ ხუბულავა. სტუდენტების აკადემიური სტრესი
- ქეთევან თვალავაძე, თენგიზ ვერულავა. საქართველოს საბალეტო დასის მოცეკვავეთა ჯანმრთელობის თავისებურებები
- ლევან გოგიჩაიშვილი. ჰეპატოცელულური კარცინომის ეპიდემიოლოგია
ჟურნალს გამოსცემს კავკასიის უნივერსიტეტი
ჟურნალის რედაქტორია თენგიზ ვერულავა, მედიცინის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი.