საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „Frontiers in Psychology“ გამოქვეყნდა სამეცნიერო სტატია „Psychometric properties of the Child and Adolescent PsychProfiler v5: a measure for screening 14 of the most common DSM-5 disorders“.
ნაშრომის ავტორია ლეილა კარიმი (ფსიქოლოგიის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი), კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის და RMIT უნივერსიტეტის (მელბურნი, ავსტრალია) პროფესორი.
იხილეთ სტატიის ბმული.
ჟურნალი „Frontiers in Psychology“ ინდექსირებულია SCOPUS-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში, რომლის CiteScore არის 5.3.
PsychProfiler არის ბავშვებში, მოზარდებში და მოზრდილებში აღმოჩენილი 20 ყველაზე გავრცელებული აშლილობის ერთდროული გამოკვლევის ყოვლისმომცველი სკრინინგის ინსტრუმენტი. PsychProfiler შედგება ორი კონცეპტუალურად მსგავსი ინსტრუმენტისგან: ბავშვთა და მოზარდთა PsychProfiler (CAPP) და მოზრდილთა PsychProfiler (APP). ნაშრომში განხილულია აღნიშნული ინსტრუმენტების სკრინინგის სკალების სანდოობისა და დისკრიმინაციული ვალიდურობის ყოვლისმომცველი შეფასება.
კვლევის შედეგებმა აჩვენა 17-ფაქტორიან მოდელის და ამ მოდელის პრაქტიკულად ყველა ფაქტორის მისაღები სანდოობა (ალფა და ომეგა კოეფიციენტები) და დისკრიმინაციული ვალიდობა.