20 იანვარს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის სკოლის, დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამას სრული აკრედიტაცია მიანიჭა.
დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამის მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის მოამზადოს კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური, მაღალი მორალური ღირებულების მატარებელი, სათანადო კომპეტენციის მქონე კადრი, რომელიც შეძლებს ღია საზოგადოების საგანმანათლებლო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
პროგრამა კურსდამთავრებულებს აღჭურავს ისეთი პრაქტიკული/კლინიკური უნარებით და აზროვნებით, რომელიც აუცილებელია წარმატებული პროფესიული საქმიანობისა და უწყვეტი განათლებისთვის.