წიგნი მონოგრაფიის - "COVID-19-ის პანდემიის პერიოდში უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების გამოწვევები" - პრეზენტაცია

21 ოქტომბერი 2022

20 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეა“-ში წიგნი მონოგრაფიის - "COVID-19-ის პანდემიის პერიოდში უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების გამოწვევები" - პრეზენტაცია გაიმართა.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი.

 

კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან - კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ასევე უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

 

წიგნის ავტორები არიან: თენგიზ ვერულავა - კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი; კახა შენგელია - კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი; გიორგი მახარაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დეკანი;

 

ღონისძიებაზე განიხილეს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, როგორც COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება, ასევე პანდემიის შედეგად დისტანციური სწავლების შეფასება სტუდენტების და პედაგოგების პერსპექტივიდან. პრეზენტაცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, დამსწრე აუდიტორიამ მონაწილეობა მიიღო საინტერესო დისკუსიაში.