პუბლიკაცია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში

18 ოქტომბერი 2019

საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში "Medico-Legal Journal“ გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლაში მომზადებული ნაშრომი "Patients’ informed consent to medical services in Georgia“ ("სამედიცინო სერვისებზე პაციენტების ინფორმირებული თანხმობა საქართველოში").

 

ჟურნალი "Medico-Legal Journal" რეგისტრირებულია SCOPUS-ის და Web of Science”-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში. ჟურნალს გამოსცემს ლონდონის სამედიცინო საზოგადოება (Medical Society of London).

 

ნაშრომის ავტორები არიან: თენგიზ ვერულავა (მედიცინის დოქტორი, პროფესორი), ვახტანგ სურგულაძე (მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დეკანი) და რევაზ ჯორბენაძე (მედიცინის დოქტორი).

 

პრესტიჟულ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში ნაშრომების გამოქვეყნება ხელს უწყობს კავკასიის უნივერსიტეტის ცნობადობის ზრდას მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში.

 

ნაშრომი განთავსდა აშშ-ის ეროვნულ ბიბლიოთეკაში PUBMED.GOV

 

სტატიის ელექტრონული მისამართი.

 

 ნაშრომის რეზიუმე.