საჯარო ლექცია - "ჯანდაცვის სისტემის გამოწვევები საქართველოში"

7 ივნისი 2022

7 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე "ჯანდაცვის სისტემის გამოწვევები საქართველოში".

 

ლექციას წაიკითხა - კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, მედიცინის დოქტორმა - თენგიზ ვერულავამ.

 

ლექციაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: ჯანდაცვის მიზნები, ჯანდაცვის დაფინანსების მოდელები, ჯანდაცვაზე დანახარჯები, სამედიცინო მომსახურების ორგანიზება, სამედიცინო ბაზრის თავისებურებები.

 

ღონისძიება ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, დამსწრე აუდიტორიამ ამომწურავი პასუხები მიიღო მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე.