კავკასიის უნივერსიტეტში მომზადებული სამეცნიერო ნაშრომი გავლენიან გამოცემაში „Acta Facultatis Medicae Naissensis“ გამოქვეყნდა

15 მაისი 2021

გავლენიან საერთაშორისო რეფერირებად გამოცემაში „Acta Facultatis Medicae Naissensis“ გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომი Health problems of professional ballet dancers („ბალეტის მოცეკვავეთა ჯანმრთელობის პრობლემები“).

 

ჟურნალი ინდექსირებულია SCOPUS-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.

 

ნაშრომის ავტორები არიან თენგიზ ვერულავა, მედიცინის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის პროფესორი და ქეთევან თვალავაძე, ახალგაზრდა მკვლევარი, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი.

 

კვლევის აღწერა:

 

ბალეტის პროფესია მოცეკვავეს სარისკო ფიზიკურ და ფსიქო-ემოციურ მოთხოვნებს უყენებს. კვლევის მიზანი იყო საბალეტო დასის წევრთა/მოცეკვავეთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შეფასება. კვლევამ აჩვენა, რომ ბალეტის მოცეკვავეთა ბიოფსიქოსოციალურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს ფიზიკური დატვირთვა, ტრავმების მაღალი რისკი, ასევე მუდმივი სტრესი. ტრავმული დაზიანებები უმეტესად მოიცავს მუხლს (60%) და მუხლის სახსარს (16%).  ტკივილისა და ტრავმული დაზიანების გამომწვევ ყველაზე დიდ რისკფაქტორს მიეკუთვნება ფიზიკური დატვირთვა (19%), წინა ტრავმა (11%) და გადაღლილობა (11%). რესპოდენტთა უმრავლესობა საკონსულტაციოდ ნაკლებად მიმართავს ოჯახის ექიმებს, მათ მიმართ დაბალი ნდობის გამო. ხშირია ექიმთან ვიზიტის გადადების შემთხვევები.

 

სტატია იხილეთ ბმულზე

 

სტატიის PDF ვერსია იხილეთ ბმულზე

 

Tengiz Verulava, Ketevan Tvalavadze. Health problems of professional ballet dancers. Acta Facultatis Medicae Naissensis. 2021; 38 (1): 77-84. 10.5937/afmnai38-27680. [Crossref] [Google Scholar]