მედიცინის სკოლის პროფესორის ზვიად კირტავას სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა

2 მარტი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის  პროფესორის, ზვიად კირტავას და თანაავტორების მაკა გეგენავას, ვილიამ კონგის და თეა გეგენავას სტატია „მარცხენა პარკუჭის სისტოლური ფუნქციის შეფასება სტანდარტული და თანამედროვე ექოკარდიოგრაფიული ტექნიკით სისტემური წითელი მგლურათი დაავადებულ პაციენტებში: სისტემური მიმოხილვა და მეტა-ანალიზი“,  საერთაშორისო ჟურნალის Archives of Rheumatology მარტის ნომერში გამოქვეყნდა. (Impact Factor 1.472, Web of Science).

 

მეტა-ანალიზის მიხედვით სისტემური წითელი მგლურას დროს გულის უკმარისობის სიხშირე 2.39%-ია, რაც 3.4-ჯერ მეტია საკონტროლო პირებთან შედარებით. თანამედროვე ექოკარდიოგრაფიის გამოყენება ახალ შესაძლებლობებს იძლევა მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევის ადრეული შეფასებისათვის.

 

იხ. სტატია