სამეცნიერო ნაშრომი გავლენიან საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნდა

29 იანვარი 2024

გავლენიან საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში "Journal of Health Science and Medical Research“ გამოქვეყნდა სტატია „Factors Associated with COVID-19 Vaccine Hesitancy in Georgia".

 

სტატიის ავტორებია მელორ შენგელია (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და თენგიზ ვერულავა (კავკასიის უნივერსიტეტი).

 

სტატიის ლინკი.

 

Milord Shengelia, Tengiz Verulava. Factors Associated with COVID-19 Vaccine Hesitancy in Georgia". Journal of Health Science and Medical Research. 2024. doi:http://dx.doi.org/10.31584/jhsmr.20231023.

 

ჟურნალი “Journal of Health Science and Medical Research“ ინდექსირებულია SCOPUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.

 

ნაშრომი განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი თანამშრომლობით.

 

ანოტაცია

 

კოვიდ-19-ის პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ვაქცინაციაა. ვაქცინისადმი ყოყმანი და უნდობლობა გლობალური გამოწვევაა. კვლევის მიზანს შეადგენდა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისადმი უნდობლობის და აცრის გადაწყვეტილების მიღების შემაფერხებელი ბარიერების შესწავლა. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანების ვაქცინაციის გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენენ მისი ეფექტურობისა და უსაფრთხოებისადმი უნდობლობა, ვაქცინაციის მიმართ რეალური საჭიროებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება. ამასთანავე, ეს ადამიანები არ არიან უპირობოდ წინააღმდეგი და ნაწილობრივ აცრის ბენეფიტებსაც აღიარებენ. თუმცა, არ არიან დარწმუნებულნი  იმუნიზაციის შედეგებში და ეჭვი აქვთ მოკლე დროში შექმნილი ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გვერდითი ეფექტებისა და ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის რისკიც ასევე მნიშვნელოვანი შეშფოთების მიზეზია.