ჟურნალის - "ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია" - მე-6 ნომრის პრეზენტაცია

24 ნოემბერი 2022

24 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში „ლიბრარეა“, ჟურნალის - "ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია" - მე-6 ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.

 

ღონისძიებას წარუძღვნენ: თენგიზ ვერულავა - ჟურნალის მთავარი რედაქტორი, მედიცინის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი; გიორგი მახარაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დეკანი; ნინო მაჩურიშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

პრეზენტაციაზე ჟურნალის ირგვლივ განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ჯანდაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის ეკონომიკის და ჯანდაცვის სოციოლოგიის მიმართულებებით სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, კვლევათა დონის ამაღლება და განვითარება, სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაცია; ახალგაზრდა მკვლევრებისა და მეცნიერებისათვის ხელის შეწყობა მათი სამეცნიერო შესაძლებლობების გამოვლენაში; სპეციალისტებისათვის შესაძლებლობის მიცემა, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ პოლიტიკის, ჯანდაცვის ეკონომიკის და ჯანდაცვის სოციოლოგიის სფეროებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

 

ღონისძიება ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, დამსწრე აუდიტორიამ ამომწურავი პასუხები მიიღო მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე.