მიღების წესი
კავკასიის მედიცინის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
- საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება
- კავკასიის მედიცინის სკოლის მიერ ორგანიზებული გასაუბრების წარმატებით გავლა
- პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა, რაც დასტურდება დიპლომის დანართით ან წარმოდგენილი ენის სერტიფიკატით, ან შიდა საუნივერსიტეტო ტესტირებით
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი + ნიშნების ფურცელი
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
3. სამხედრო ბილეთი (ვაჟებისათვის)
4. 2 ფოტოსურათი 3X4 + CD
5. NAEC-ის ბარათი
6. სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვისა)
7. 2 რეკომენდაცია
7. 2 რეკომენდაცია
8. CV/რეზიუმე
8. შევსებული აპლიკაციის ფორმა
8. შევსებული აპლიკაციის ფორმა
თარიღები
- საბუთების მიღება - 2 სექტემბრის ჩათვლით, 11:00-19:00 საათამდე, ოთახი A2;
- შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება - 7 სექტემბერი;
- გამოცდა ინგლისურ ენაში (საჭიროების შემთხვევაში) - 8 სექტემბერი;
- CU გრანტის გამოცდა - 8 სექტემბერი;
სწავლის საფასური და დაფინანსება:
| პროგრამა | წლიური საფასური | წლიური საფასური - CU გრანტით |
| საზოგადოებრივი ჯანდაცვა | 5990 ლარი | 2995 ლარი |
CU გრანტი - 50%-იანი დაფინანსება
მაგისტრატურაზე სწავლის დაფინანსება შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც სწავლის საფასურის 50%-ს ფარავს.
CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:
- თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი;
- თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დააგროვებთ შეჯამებული მაქსიმალური ქულის 65% და მეტს.
თუ ორი პირობიდან რომელიმეს აკმაყოფილებთ, შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ 50%-იანი დაფინანსება.
CU გრანტის შენარჩუნების პირობები:
2 წლიანი სამაგისტრო პროგრამები
მეორე აკადემიურ წელს CU გრანტის შესანარჩუნებლად სტუდენტმა სწავლების პირველი წელი უნდა დაასრულოს ერთ აკადემიურ წელში და ჰქონდეს GPA 3.8 ან მეტი.
