კავკასიის ეკონომიკის სკოლის პრეზენტაცია

30 მაისი 2018

30 მაისს, კავკასიის ეკონომიკის სკოლის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანთან, იოსებ ბერიკაშვილთან ერთად სტუმრებს მიესალმა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

 

ღონისძიებაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის, ასევე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის.

 

პრეზენტაციას ესწერებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, მურთაზ კიკორია და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე.

 

მათ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან და კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანთან ერთად კამპუსი დაათვალიერეს.