ეკონომიკის სკოლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, გვანცა ხელაძის სადოქტორო ნაშრომის დაცვა

26 ივნისი 2023

26 ივნისს კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ეკონომიკის სკოლის, ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, გვანცა ხელაძის სადისერტაციო ნაშრომის  - “The Relationship between Government Expenditures and Economic Growth in Georgia  დაცვა გაიმართა. დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელ იყო პროფესორი, ვანო ბენიძე.

 

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:

 

მარიამ ხარაიშვილი, ასისტენტ-პროფესორი, ეკონომიკის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;

 

ვანო ბენიძე, პროფესორი, ეკონომიკის  სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;

 

აკაკი ცომაია, პროფესორი, ეკონომიკის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;

 

ირაკლი დანელია, ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;

 

სოფიკო სხირტლაძე, მოწვეული ლექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET);

 

დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია და უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინა რეცენზენტმა, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, აკაკი ცომაია.

 

სადისერტაციო კოლეგიის შეფასებით, გვანცა ხელაძემ წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის ხარისხი.