2 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლაში გაიმართა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა. ეკონომიკის სკოლის სტუდენტებმა წარმოადგინეს ნაშრომები.
ნაშრომები შეეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა:
- სავალდებულო საპენსიო სისტემა და საერთაშორისო პრაქტიკა;
- თანამედროვე ეკონომიკური კრიზისები: თეორიები და თავისებურებები;
- საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან;
- RIA-ს ინსტიტუციონალიზაციის გავლენა ბიზნესზე;
- მინიმალური ხელფასის ზრდის გავლენა უმუშევრობასა და სხვა სოციალურ-ეკონომიკურ მაჩვენებელზე საქართველოში და ა.შ
საბაკალავრო ნაშრომების დაცვას ესწრებოდნენ ეკონომიკის სკოლის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია.