11-12 სექტემბერს ქუთაისსა და ოზურგეთში, კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანმა იოსებ ბერიკაშვილმა "იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის კონკურენტული უპირატესობების კვლევა" წარადგინა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მთავრობების, საკრებულოს, მერიის, სამხარეო ადმინისტრაციის და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები.
კავკასიის ეკონომიკის სკოლის კვლევითი ცენტრის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და CIG-ის(სითი ინსტიტუტი საქართველო) ერთობლივი კვლევა 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და აღნიშნული რეგიონების კონკურენტუნარიანი დარგების გამოკვლევას ემსახურებოდა.
გამოყენებითი კვლევა ევროკავშირსა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - CTC-ის შორის დადებული საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა.