CSE- ის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების საბაკალავრო ნაშრომების დაცვა

15 იანვარი 2024

12 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა გაიმართა. კომისიის წინაშე 4 სტუდენტი წარსდგა.

 

დაცვაზე წარდგენილი იყო ისეთი პრობლემური და აქტუალური საკითხები, როგორიცაა:
ცენტრალური ბანკის როლი კრიზისის მართვაში და ცირკულარული ეკონომიკის განვითარება საქართველოში.

 

კომისიის წევრები იყვნენ: ეკონომიკის სკოლის დეკანი - იოსებ ბერიკაშვილი, ეკონომიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი - ვანო ბენიძე და მოწვეული ლექტორი ნათია გიგაური.