ლექცია-ტრენინგი თემაზე - ბიზნესის საგადასახადო გარემო საქართველოში

3 ივნისი 2025

28 მაისს და 2 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, ეკონომიკის სკოლის ასისტენტ პროფესორის მედეა ზურაბიშვილის ინიციატივით, ეკონომიკის სკოლაში ჩატარდა ორდღიანი ლექცია-ტრენინგი თემაზე - ბიზნესის საგადასახადო გარემო საქართველოში.

 

ლექციას წარუძღვა შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის გადამხდელთა განათლებისა და სერვისების მეთოდოლოგიის მთავარი სპეციალისტი  - თეა გორგოძე.

 

შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: 

 

  • რა ფორმით შეიძლება საკუთარი საქმის დაწყება;
  • რა გადასახადები არსებობს საქართველოში;
  • რა შეღავათები მოქმედებს დამწყები ბიზნესებისთვის;
  • როგორ აირჩიოთ სწორად დაბეგვრის რეჟიმი, რომ დაზოგოთ მეტი ფული.

 

აგრეთვე:

 

  • სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის სტრუქტურის შესახებ. მათ გაიგეს თუ როგორ ხორციელდება კომუნიკაცია გადამხდელთან მარტივად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდისა rs.ge და ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის eservices@rs.ge  მეშვეობით.

 

ლექცია-ტრენინგმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.