პროგრამის მიმოხილვა

ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს სპეციალისტი, რომელსაც აქვს ეკონომიკის ძირითადი პრინციპების, პროცესებისა და თეორიების საფუძვლიანი ცოდნა.

 

პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს ფართო თეორიული ეკონომიკური ცოდნა, შეუქმნას წარმოდგენა ეკონომიკური კვლევების თანამედროვე მეთოდებსა და მათი გამოყენების შესაძლებლობებზე, გამოუმუშავოს დინამიურ ეკონომიკურ გარემოში პრაქტიკული საქმიანობის უნარ-ჩვევები; გაათვითცნობიეროს საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების კანონზომიერებები მიკრო, მაკრო და საერთაშორისო დონეზე; თეორიული და სპეციალური ცოდნის სინთეზის საფუძველზე შეიძინოს კომპეტენციები ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე მოვლენებსა და პროცესებზე; შეძლოს ეკონომიკის თანამედროვე პრინციპებისა და მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება, შედეგების სწორი ინტერპრეტაცია, განახორციელოს პრაქტიკული ხასიათის პროექტები; გამოიმუშავოს ანალიზის, კრეატიული და ინოვაციური აზროვნების უნარები; შეძლოს ეკონომიკური ხასიათის მონაცემების შეგროვების საფუძველზე სიტუაციების ანალიზი და განზოგადებული დასკვნების გაკეთება.

 

კავკასიის უნივერსიტეტის მისიასთან სრულ თანხვედრაშია პროგრამის მიზნები, რომლებიც ასახავს თუ რა ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების მქონე კურსდამთავრებულის მომზადებისკენ არის მიმართული პროგრამა და რა წვლილს შეიტანს იგი დარგისა და საზოგადოების განვითარებაში. პროგრამის მიზნები სრულად შეესაბამება კავკასიის უნივერსიტეტის მისიასა და განვითარების სტრატეგიულ გეგმას.