პროგრამის მიმოხილვა

დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს სპეციალისტი, რომელსაც აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი პრინციპების, პროცესებისა და თეორიების საფუძვლიანი ცოდნა; აცნობიერებს სპეციალობის ინტერდისციპლინურ ბუნებას და აქვს მომიჯნავე დისციპლინების ფართო ცოდნა; ესმის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერული შესწავლის მნიშვნელობა და გააჩნია დარგისთვის დამახასიათებელი კვლევითი და პრაქტიკული უნარები. შეუძლია საერთაშორისო პოლიტიკაში ისტორიული და მიმდინარე პროცესების გააზრება და სახელმწიფოთა თანამეგობრობაში სხვადასხვა აქტორის, მათ შორის საქართველოს ბუნებისა და ინტერესების განსაზღვრა. შეუძლია პროფესიულ საკითხებზე, კონცეფციებსა და იდეებზე არგუმენტირებული ნაშრომის მომზადება და ინფორმაციის თავისუფალი კომუნიკაცია, მათ შორის, უცხო ენაზე. პროგრამის კურსდამთავრებულები აღჭურვილი არიან ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებით და აქვთ სამართლიანობისა და დემოკრატიული ფასეულობების გააზრებისა და ამ ღირებულებების დამკვიდრებისკენ სწრაფვა. აღნიშნული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების მატარებელი სპეციალისტი შეძლებს როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში დასაქმების ბაზარზე საკუთარი მოვალეობების მაღალკვალიფიციურად შესრულებას, ასევე შეძლებს ეფექტურად გააგრძელოს სწავლა უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზე.

 

კავკასიის უნივერსიტეტის მისიაა „კვლევებზე ორიენტირებული სწავლებისა და სწავლის დანერგვით ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური, ზნეობრივად სრულყოფილი, დემოკრატიის იდეალების ერთგული სპეციალისტების მომზადება და საზოგადოების საგანმანათლებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება”.

 

კავკასიის უნივერსიტეტის მისიასთან სრულ თანხვედრაშია პროგრამის მიზნები, რომლებიც ასახავს თუ რა ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების მქონე კურსდამთავრებულის მომზადებისკენ არის მიმართული პროგრამა და რა წვლილს შეიტანს იგი დარგისა და საზოგადოების განვითარებაში. პროგრამის მიზნები სრულად შეესაბამება კავკასიის უნივერსიტეტის მისიასა და განვითარების სტრატეგიულ გეგმას.