საჯარო მმართველობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 180 ECTS კრედიტს, წელიწადში – 60 ECTS კრედიტს, სემესტრში – 30 ECTS კრედიტს. შესაბამისად, საბაკალავრო პროგრამის სტანდარტული ხანგრძლივობა შეადგენს 3 აკადემიურ წელს. სემესტრი მოიცავს სასწავლო კვირათა ერთობლიობას, დამატებითი გამოცდების ჩატარებისა და დამატებით გამოცდებზე სტუდენტის მიღწევის შეფასების პერიოდს. აკადემიური წელი არის სემესტრების ერთობლიობა და მათ შორის დასვენების პერიოდი. 1 ECTS კრედიტი უდრის 25 საათს, რაც მოიცავს როგორც სტუდენტის საკონტაქტო დატვირთვის დროს, ასევე მისი დამოუკიდებელი მუშაობის დროს. სტუდენტმა მხედველობაში უნდა მიიღოს ის გარემოება, რომ მას არ აქვს უფლება ერთი სასწავლო წლის განმავლობაში აითვისოს 75 ECTS კრედიტზე მეტი.
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ვადის ამოწურვის შემდეგ, აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების მიზნით, სწავლა განაგრძოს დამატებითი სემესტრების (არა უმეტეს 4 სემესტრისა) განმავლობაში, სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებით.
მოცემული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში 180 ECTS კრედიტის შესაძლო განაწილების სქემა:
საჯარო მმართველობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის 145 ECTS კრედიტი ეთმობა ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსებს. მათ შორის:
- 135 კრედიტი - სავალდებულო საგნები;
- 10 კრედიტი - არჩევითი საგნები;
საგანმანთლებლო პროგრამის დანარჩენი კრედიტები ეთმობა თავისუფალ კომპონენტს, მათ შორის: 15 კრედიტი - ზოგადსაუნივერსიტეტო სავალდებულო საგნები; 20 კრედიტი - ინგლისური ენა. 10 კრედიტი შესაძლებელია იყოს თავისუფალი კრედიტი, რადგან სტუდენტს საშუალება ეძლევა 10 ECTS კრედიტი აირჩიოს ამავე პროგრამით გათვალისწინებული დარგობრივი არჩევითი მოდულიდან ან თავისუფალი კრედიტი კავკასიის უნივერსიტეტის სხვა საბაკალავრო პროგრამებიდან ან მობილობის ან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის დროს შესაბამისი კრედიტების აღიარების გზით.
იხილეთ პროგრამა