CSG - დოკუმენტური ფილმის ჩვენება

10 დეკემბერი 2016

10 დეკემბერს კავკასიის უნივერსიტეტის მშვიდობის კვლევების ინსტიტუტში კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის (CSG)  კლასგარეშე საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში გაიმართა დოკუმენტური ფილმის -  წყალდიდობამდე (Before the Flood, 2016) ჩვენება. 

 

ფილმი მიმოიხილა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორმა, ეკა აკობიამ. ჩვენების შემდგომ გაიმართა დისკუსია სტუდენტებთან და განხილულ იქნა შემდეგი თემები:  

 

  • გლობალური დათბობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები; მათ შორის, რამდენად არსებობს მეცნიერული კონსენსუნსი პრობლემის არსთან და მისი გადჭრის გზებთან დაკავშირებით. 
  • გლობალური დათბობის საკითხზე სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის სირთულეები, უნდობლობისა და კონკურენციის საკითხები;
  • გამოწვევებთან გამკლავების შიდა პოლიტიკა, მათ შორის სიღარიბესთან ბრძოლა და ეკონომიკური ზრდის საკითხების კონკურენცია გრემოს დაცვით პრობლემებთან;
  • პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილებებზე და სახელმწიფოთა თანამეგობრობის შემდგომი ნაბიჯები. 

 

ჩვენების საორგანიზაციო საკითხებში აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტური თვითმმართველობა. საერთაშორისო ურთიერთობებისა და სახელმწიფო მართვის დისციპლინების სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მსგავსი ღონისძიებები პერიოდულად გაიმართება.