3-5 ოქტომბერს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ეკა აკობიამ მონაწილეობა მიიღო საჯარო მმართველობის (TICPA) მე-6 ტრანსილვანიურ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ორგანიზებული იყო ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვისა და მენეჯმენტის დეპარტამენტის მიერ (კლუჟ ნაპოკა, რუმინეთი).
კონფერენციის მთავარი თემა იყო საზოგადოებასა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთობა, ადგილობრივი და რეგიონული ინოვაციების ხელშეწყობა უნივერსიტეტსა და საზოგადოებას შორის პარტნიორობის გზით. კონფერენციაში მონაწილეობდნენ პროფესორები და პრაქტიკოსები ევროპიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან და აზიიდან.
ეკა აკობიამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციის გახსნაში საჯარო მმართველობის ინსტიტუტებისა და სკოლების ქსელის (NISPACEE) პრეზიდენტის რანგში. იგი ასევე თავმჯდომარეობდა ერთ-ერთ პანელს და წარადგინა კვლევითი ნაშრომი პანელის წინაშე.
კონფერენციის ფარგლებში CSG-ის დეკანს ჰქონდა ორმხრივი შეხვედრები მონაწილე უნივერსიტეტების კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ, ასევე, ინფორმაციის გაცვლა საჯარო მმართველობის სწავლების საუკეთესო პრაქტიკების თაობაზე.