30 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა სახელმწიფო მართვის სკოლის რიგით XVI სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია.
ყოველწლიური კონფერენციის მიზანია სტუდენტების ჩართვა აკადემიურ საქმიანობაში, საერთაშორისო ურთიერთობისა და საჯარო მმართველობის აქტუალური მიმართულებების კვლევისთვის.
მოხსენებები მოისმინეს და სტუდენტებს განმავითარებელი შეფასებები მისცეს აკადემიური ჟიურის წარმომადგენლებმა, შემდეგი შემადგენლობით: ეკა აკობია - სახელმწფო მართვის სკოლის დეკანი, აფილირებული პროფესორი; დავით ბაქრაძე - სახელმწიფო მართვის სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, გრიგოლ ჯულუხიძე - სახელმწიფო მართვის სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, ციცი ჩუბინიძე - სახელმწიფო მართვის სკოლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი და ია წულუკიძე, სახელმწიფო მართვის სკოლის საბაკალავრო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი.
კონფერენციაზე წარდგენილ იქნა შემდეგი მოხსენებები:
- ნიკა ბერიძე, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, II კურსი
მოხსენება: „რემილიტარიზაცია და ძალთა ბალანსის ცვლილება – ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ამერიკის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაციის ფონზე”
- სოფო ხუციშვილი, საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამა, III კურსი
მოხსენება: „საქართველოს საჯარო უწყებების კიბერუსაფრხოება და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი მის გაძლიერებაში 2020-2024 წლებში”
- მარიამ სიხარულიძე, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, III კურსი
მოხსენება: „ჩინეთის გეოპოლიტიკური ამბიციების ენერგეტიკული ტრანსფორმაციები - ტექნოლოგიური რევოლუცია და გზა ენერგეტიკული დინამიკის გლობალური ცვლილებებისაკენ”
- რუსუდან ვარდოსანიძე, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა, III კურსი
მოხსენება: “Russia’s leadership identity within BRICS: Between Self-perception and reality”
- ეკა ჭყონია, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა, II კურსი
მოხსენება: "Gray Zone Tactics in the Ongoing Russia-Ukraine War: How Covert Military Operations Hinder International Intervention and Reshape Global Order”
- მარიამ არაქელიანი, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა, II კურსი
მოხსენება: "From Partnership to Rivalry: Examining the Economic Shift in U.S.-China Relations Through the Trump Administration's Trade war“
- მარიამ შეშაბერიძე, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა, II კურსი
მოხსენება: “The UN’s Declining Role in Peace and Security: Are Regional Organizations Taking Over?”
- მარიამ ჩოხელი, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა, II კურსი
მოხსენება: “The Role of Regional Security Governance in the face of Global Intervention: ECOWAS, France the United Nations in the Malian Crisis (2012–Present)“
- ნატა ჯაფარიძე, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა, II კურსი
მოხსენება: “From Suppression to Statecraft: The Impact of Soviet Anti-Religious Policies and their Role in Modern Political Identity”
- სალომე კაშია, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა, II კურსი
მოხსენება: "Global South as a Challenge to the Western-Led Order“
კონფერენციაზე საპრიზო ადგილები მიენიჭათ შემდეგ მომხსენებლებს:
- I ადგილი - მარიამ სიხარულიძე;
- II ადგილი - ნატა ჯაფარიძე;
- III ადგილი - მარიამ შეშაბერიძე.