CSG-ის სტუდენტი საჯარო დიპლომატიის ახალგაზრდული სამიტის მონაწილეა

15 მარტი 2024

აზერბაიჯანში, საჯარო დიპლომატიის ახალგაზრდული სამიტი გაიმართა, რომელში მონაწილეობას კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტი - ნინა მუსტაფაევა - იღებდა. აღსანიშნავია, რომ ნინამ საუკეთესო დელეგატის ტიტული მოიპოვა.

 

სამიტი ორგანიზებული იყო კვლევისა და საგანმანათლებლო  ჯგუფის - სტრატეგიისა და კულტურული დიპლომატიის ცენტრის მიერ. ორგანიზაცია ორიენტირებულია სხვადასხვა კულტურის ახალგაზრდების გაერთიანებაზე კვლევისა და დიპლომატიის გზით და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კულტურებს შორის ჰარმონიასა და მშვიდობას.

 

მოდულები ჩატარდა სახალხო დიპლომატიის, მშვიდობის მშენებლობის, სტრატეგიული კომუნიკაციის, ახალგაზრდობისა და სამოქალაქო მუშაობის შესახებ.