1-ელ ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა სახელმწიფო მართვის სკოლის რიგით XIV სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია.
ყოველწლიური კონფერენციის მიზანია საერთაშორისო ურთიერთობისა და საჯარო მმართველობის აქტუალური მიმართულებების გაშუქება და სტუდენტების წახალისება, ჩაერთონ აკადემიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.
მოხსენებები მოისმინეს და სტუდენტებს განმავითარებელი შეფასებები მისცეს აკადემიური ჟიურის წარმომადგენლებმა, შემდეგი შემადგენლობით: ეკა აკობია, სახელმწფიო მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი; ემირ ეთერია, სახელმწიფო მართვის სკოლის პროფესორი, ნანა ფირცხელანი, სახელმწიფო მართვის სკოლის ასოცირებული პროფესორი, თინათინ კუპრაშვილი, მოწვეული ლექტორი.
კონფერენციაზე წარდგენილ იქნა 9 მოხსენება:
- ანა დოლიძე, ნიკოლოზ კაჭახიძე. საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამა, III კურსი
თემა: ანტიკორუფციული ბიუროს, როგორც საზედამხედველო ორგანოს, დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის შეფასება: სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი.
- მარიამ არსენაშვილი, ნინი გორდაძე. დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, IV კურსი
თემა:"მცირე სახელმწიფოები და ნეიტრალიტეტი, როგორც საგარეო პოლიტიკური არჩევანი" ხელმძღვანელი: რატი თვალავაძე, მოწვეული ლექტორი.
- ლილი ბოლქვაძე, ნია ბარამაძე. დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, IVკურსი
თემა:,,რუსეთის ენერგეტიკული ინტერესების გავლენა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) განხორციელებულ სამხედრო აპოლიტიკურ კონფლიქტ ზე “ ხელმძღვანელი: ნანა ფირცხელანი, ასოცირებული პროფესორი.
- მარიამ ბლიაძე, ანა ლატარია. დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, IVკურსი
თემა: „ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სტრატეგია დაბრუნებული უცხოელი მებრძოლების რეპატრიაციის მიმართ” ხელმძღვანელი: გიორგი გოგუაძე, აფილირებული ასისტენტ პროფესორი.
- მარიამი შარაშიძე. საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამა, IVკურსი
თემა: ,,რეგულირების ზეგავლენის შეფასება, საქართველოს არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები“ ხელმძღვანელი: მარიამ ფიფია, მოწვეული ლექტორი.
- ანა რაზმაძე, ნინო მოისწრაფეშვილი.დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, III კურსი
თემა: „აშშ - ს ინტერვენცია ერაყში და მისი შედეგები რეგიონის გეოპოლიტიკაზე“ ხელმძღვანელი: ნიკო ქელბაქიანი, მოწვეული ლექტორი.
- ბარბარე ქუქჩიშვილი. დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, II კურსი
თემა: ,,ამერიკა - ჩინეთის სავაჭრო ომი და მისი შედეგები “.
- ლიზი ლაზარაშვილი. დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთოებების საბაკალავრო პროგრამა, II კურსი
თემა: ,,ახალი დემოკრატიების როლი საერთაშორისო ურთიერთობებში: გამოწვევები და შესაძლებლობები დემოკრატიული ტრანზიციის გზაზე“ ხელმძღვანელი: თამარ ჩარკვიანი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი.
- თათია უშიკიშვილი, ნელი ხვედელიძე. დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა. II კურსი
თემა: ,,საერთაშორისო სამართლებრიივი და სახელშეკრულებო ვალდებულებების უგულებელყოფა რუსეთის ფედერაციის მიერ 2014; 2022 წლების რუსეთ - უკრაინის ომის ფონზე და დასავლეთის რეაგირება“.
კონფერენციაზე საპრიზო ადგილები მიენიჭათ შემდეგ მომხსენებლებს:
- I ადგილი- ანა დოლიძე, ნიკოლოზ კაჭახიძე.
- II ადგილიმარიამ არსენაშვილი, ნინი გორდაძე.
- III ადგილი ლილი ბოლქვაძე, ნია ბარამაძე.