საერთაშორისო კონფერენცია ხორვატიაში

20 სექტემბერი 2023

18-19 სექტემბერს კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ეკა აკობიამ მონაწილეობა მიიღო ზაგრების უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში: ეროვნული უმცირესობები, მიგრაცია და უსაფრთხოება (ბრიჟუნი, ხორვატია).

 

პანელზე „გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები“ ეკა აკობიამ წარმოადგინა კვლევითი ნაშრომი სათაურით: „უსაფრთხოების გამოწვევები ფართო შავი ზღვის რეგიონში რეალიზმის თეორიული პერსპექტივიდან“.

 

კონფერენციის ფარგლებში, შეხვდა პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ვიცე-დეკანს, პროფ. ჯანა ლუშას და პროფესორ ლიდია კოშ სტანიშიჩს. CSG-ის დეკანი, ასევე, შეხვდა ლიბერტასის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორს სტიპე ბუზარს. შეხვედრისას განხილულ იქნა შესაბამის უნივერსიტეტებსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის და საერთაშორისო გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებული საკითხები.