სამაგისტრო ნაშრომების დაცვა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში (CSG)

30 ივნისი 2023

29 ივნისს გაიმართა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა. სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომები წარადგინეს სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის კომისიის წევრების წინაშე.

 

კომისია დაკომპლექტებული იყო კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის აკადემიური პერსონალით: ეკა აკობია, დეკანი, აფილირებული პროფესორი; ემირ ეთერია, აფილირებული პროფესორი; შორენა კახიძე აფილირებული პროფესორი; თამარ ჩარკვიანი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი; ნანა ფირცხელანი, ასოცირებული პროფესორი.

 

დაცვაზე წარმოდგენილ იქნა შემდეგი ნაშრომები:

 

  1. ელენე მაჭავარიანი -,,საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში შეფასების სისტემის ეფექტიანობისა და გავლენის შეფასება სხვადასხვა რანგის საჯარო მოსამსახურეებში“

ხელმძღვანელი: თინათინ კუპრაშვილი, მოწვეული ლექტორი

 

  1. გვანცა ჯინიყაშვილი -,,საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის ანალიზი, გადახრა ახალი საჯარო მენეჯმენტის მოდელიდან ნეოვებერიანულ მოდელზე“

ხელმძღვანელი: თინათინ კუპრაშვილი, მოწვეული ლექტორი

 

  1. მარიამ მელაძე - ,,მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა და მასში გენდერის საკითხი ცენტრალური ხელისუფლების მაგალითზე“

ხელმძღვანელი: შორენა კახიძე, აფილირებული პროფესორი

 

  1. სალომე სამხარაძე -,, საჯარო მოხელის პროფესიული გადამზადების გავლენის შეფასება ორგანიზაციის საქმიანობაზე“

ხელმძღვანელი: შორენა კახიძე, აფილირებული პროფესორი

 

  1. ანი შანიძე - ,,საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის ეფექტურობის ანალიზი ენერგეტიკულ სექტორში“

ხელმძღვანელი: ნანა ფირცხელანი, ასოცირებული პროფესორი

 

  1. მარიამ ხორავა - ,,კლიმატის ცვლილებებზე პასუხისმგებელი საჯარო ფინანსების მართვა და მისი გამოწვევები საქართველოს მაგალითზე“

ხელმძღვანელი: შორენა კახიძე, აფილირებული პროფესორი

 

  1. ვაჟა კოკაია -,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მექანიზმები და გამოწვევები საქართველოს მაგალითზე“

      ხელმძღვანელი: შორენა კახიძე, აფილირებული პროფესორი